დღეს, 3 ოქტომბერს, ძალიან
ლამაზ დღეს მეოთხე მესამე კლასი ვეწვიეთ გიორგი ჩიტაიას ეთნოგრაფიულ მუზეუმს . ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუმრობა დროის მანქანით სარგებლობას ჰგავს, რომელიც საუკუნის წინანდელ და უფრო ადრინდელ საქართველოში გამოგზაურებს.
მოვინახულეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოტანილი და მუზეუმში მოთავსებული უძველესი სახლები და მათთვის დამახასიათებელი საოჯახო ნივთები. მეგრულ საჯალაბო სახლსა თუ იმერულ ოდაში, მესხურ დარბაზსა თუ კახურ ეზო-კარში ჩვეული სტუმარმასპინძლობით გვხვდებოდნენ ოჯახის უფროსი თუ დიასახლისი: იხარშებოდა ღომი შუაცეცხლზე, ცხვებოდა ,,დედასპურები" თონეში , ჩვენ კი ვეცნობოდით ძირძველ ქართულ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს.







მუზეუმში ექსპონირებულია 70-მდე საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობა საქართველოს შემდეგი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებიდან: სამცხე- ჯავახეთი, გურია, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა ლეჩხუმი, აფხაზეთი, აჭარა, სვანეთი, ქართლი, კახეთი.









სამაწუხაროდ ჩვენთან ერთად არ იყვნენ: ია, საბა, ნიკა, ლუკა და
მარიამები (ზინდრიშვილი და
ელისაბედაშვილი). მაგრამ ცოტანი არ ვიყავით, კარინამ ძმა წამოიყვანა, ანიმ დაიკო, ჰესანმა
უფროსი ძმა და ჩვენს საყვარელ მშობლებთან ერთად მხიარულად და სასიამოვნოდ ვატარებთ დრო.



ბავშვებთან ერთად საინტერსო შაბათ-კვირის გასატარებლად, ეთნოგრაფიული მუზეუმი ამისთვის უდაოდ ერთ-ერთი კარგი ადგილი აღმოჩნდა.