1. პირველი შესაკრები ,რომ ვიპოვოთ ჯამს უნდა გამოვაკლოთ მეორე შესაკრები;
2. მეორე შესაკრები , რომ ვიპოვოთ ჯამს უნდა გამოვაკლოთ პირველი შესაკრები;
3. საკლები რომ ვიპოვოთ, სხვაობას უნდა მივუმატოთ მაკლები;
4. მაკლები რომ ვიპოვოთ, საკლებს უნდა გამოვაკლოთ სხვაობა
5.რიცხვი რომ 10-ზე გავამრავლოთ, მას მარჯვნივ ნული უნდა მივუწეროთ
6. რიცხვი რომ 100-ზე გავამრავლოთ, მას მარჯვნივ ორი ნული უნდა მივუწეროთ
7. ერთი ან რამოდენიმე ნულით დაბოლოებული რიცხვი 10-ზე, რომ გავყოთ , ერთი ნული უნდა ჩამოვაშოროთ.
8. ნულებით დაბოლოებული რიცხვი 100-ზე, რომ გავყოთ ორი ნული უნდა ჩამოვაშოროთ.
9. თუ ფიგურებს წყვეტილ ხაზზე გადავკეცავთ და მათი ორივე მხარე ერთმანეთს დაემთხვევა, მაშინ ამ წყვეთილ ხაზს ფიგურის სიმეტრიის ღერძი ჰქვია.
10. ფიგურას, რომელსაც სიმეტრიის ღერძი აქვს, სიმეტრიული ფიგურა ეწოდება.