მოგახსენებთ, რომ 14 აპრილს სკოლაში გაიმართება ,,დედა ენის"  დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ყველა დაწყებითი კლასი, კლასიდან 6-7 მოსწავლე. ტექსტები გადანაწილდა კლასებში.  

          გამომდინარე იქედან, რომ სიტყვები (სტროფები)  მცირე რაოდენობითაა, მიჭირს ბავშვებზე გადანაწილება. ამიტომ ამ ტექსტს ვდებ ბლოგზე, თითოეულმა მოსწავლემ უნდა ისწავლოს სურვილის მიხედვით 2 ან 3 სტროფი ან სიტყვა, რაც მოცემულია ქვემოთ ჩემს მიერ ატვირთულ ტექსტში, კლასში გამოვიკითხავ და თუ ერთიდაიგივე სტროფი  ექნება რამოდენიმე მოსწავლეს,  კლასთან ერთად გადავწყვიტავ ვინ გავა ღონისძებაზე კლასის სახელით. დღეს ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. ეს არ არის დამოკიდებული იმაზე ბავშვი კარგად სწავლობს თუ არა საგნებს. ეს დამოკიდებულია იმაზე რამდენად კარგად იტყვის თავის სიტყვას და წარადგენს ღირსეულად კლასს ღონისძიებაზე.